Amadeus First პროგრამის წესები და პირობები


პროგრამა Amadeus First პერსონალური საბონუსე პროგრამაა იმ ფიზიკურ პირთათვის, რომლებიც იყენებენ Amadeus-ის მიერ წარმოდგენილ სისტემებს დაჯავშნის განსახორციელებლად გლობალური სადისტრიბუციო სისტემის Amadeus-ის ჩათვლით. დაჯავშნის სისტემას Content Inn, Content Rail დაზღვევის პოლისების გამოსაწერ სისტემას Amadeus Local Insurance, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ ჩამონათვალით (შემდგომში Amadeus სისტემები). პროგრამაში მონაწილეობა ხორციელდება იმ წესებისა და პირობების შესაბამისად (შემდგომში „წესები და პირობები“), რომლებიც განსაზღვრავს პროგრამის “Amadeus First“ მოქმედებას (შემდგომში „პროგრამა“).

1. ზოგადი დებულებანი

1.1. პერსონალური საბონუსე პროგრამა „Amadeus First“ არის ავია/ტურისტულ სააგენტოთა თანამშრობლებისა და იმ ფიზიკურ პირთა, რომლებიც ავია/ტურისტულ სააგენტოებთან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობენ (შემგომში „მონაწილენი“) წამახალისებელ ღონისძიებათა ერთობლიობა მათი დონის ასამაღლებლად ეფექტური, ინიციატური და შემოქმედებითი მიდგომისათვის დაჯავშნის განხორციელებისადმი.

1.2.მონაწილეობა პროგრამაში „Amadeus First“ შესაძლებელია ავია/ტურისტულ სააგენტოთა თანამშრომლებისა და იმ ფიზიკურ პირთათვის, რომლებიც სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობენ ავია/ტურისტულ სააგენტოებთან და მუშაობენ მხოოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციებს, კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირებს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში. სპეციალურ შეტყობინებამდე პროგრამა „Amadeus First“ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ სააგენტოებზე.

1.3. Amadeus იტოვებს უფლებას შეცვალოს (მთლიანად ან ნაწილობრივ) ან შეწყვიტოს პროგრამის მოქმედება მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ცვლილებები შეიძლება შეეხოს პროგრამის წესებს, მონაწილეობის პირობებს და ქულების დარიცხვის პრინციბებს, პრიზების მისაღებ ქულათა საჭირო რაოდენობას, ქულათა ძალაში ყოფნის პერიოდსა და სხვა. წესების მოქმედი რედაქცია და პირობები განთავსდება საიტზე http://ge.amadeusfirst.com წესებისა და პირობების განყოფილებაში.

Privacy Policy

Cookies Policy

2. პროგრამაში „Amadeus First“ მონაწილეობის პირობები

2.1. პროგრამაში მონაწილეობისათვის მონაწილემ აუცილებლად უნდა შეავსოს მონაწილის ანკეტა საიტზე http://ge.amadeusfirst.com

2.2. მონაწილის მიერ ანკეტის შევსება დასტურია იმისა, რომ იგი გაეცნო წესებსა და პირობებს.

2.3. მონაწილის ანკეტის შევშების საფუძველზე მას ენიჭება პროგრამის მონაწილის პერსონალური ნომერ. ეს ნომერი მიეკუთვნება მონაწილეს და შეუძლია გამოიყენოს უშუალოდ მონაწილემ ნებისმიერ ავია/ტურისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობისას საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ხელმისაწვდომია Amadeus-ის სისტემები. მონაწილისთვის პერსონალური ნომრის წარდგენა დასტურია მისი რეგისტრაციისა პროგრამაში „Amadeus First“.

2.4. პროგრამაში მონაწილეობის დასაწყისად ითვლება მონაწილის მიერ Amadeus ნებისმიერი სისტემის გამოყენების პირველი თარიღი დაჯავშნის განსახორციელებლად რეგისტრაციის მომენტიდან.

2.5. პროგრამაში მონაწილეობის შედეგები მონაწილის მიერ გროვდება პირად ანგარიშზე, დამოუკიდებლად იმისა, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რომელ ავია/ტურისტულ სააგენტოსთან იმყოფება შრომით თ სამოქალაქო/სამართლებრივ ურთიერთობაში, დაწესებულების შეცვლის შემთხვევაშიც, ოღონდ იმ პირობით თუ ეს უკანასკნელი მართლზომიერად იყენებს Amadeus-ის სისტემებს.

2.6. პროგრამაში მონაწილეობა ინდივიდუალურია. ყოველ მონაწილეს შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი პირადი ანგარიში და პროგრამის მონაწილის პერსონალური ნომერი.

2.7. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

2.8.პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს ანკეტის შევსების მომენტში 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

2.9. Amadeus უფლებას იტოვებს პროგრამაში მონაწილეობაზე უარი უთხრას მონაწილეობის წესებისა და პირობების დამრღვევ პირს.

2.10. პროგრამაში მონაწილეობა შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მითითებულ შემთხვევაში:

  • მონაწილის მიერ წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
  • მონაწილის ინიციატივით Amadeus-ისათვის წერილობითი შეტყობინების შედეგად.
  • Amadeus-ის გადაწყვეტილებით მთლიანად ან ნაწილობრივ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში.


2.11. პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილის ყველა დაგროვილი ქულა უქმდება.

3. ქულების დარიცხვა პროგრამაში „Amadeus First“

3.1. პროგრამაში ქულები წარმოადგენს აღრიცხვის ერთეულებს. გლობალურ სადისტრიბუციო სისტემაში Amadeus ყოველი დაჯავშნული სეგმენტი დამტკიცებულ ქულად კონვერტირდება მხოლოდ ფრენის დასრულების სასტუმროში ცხოვრემის ან მსგავსი სეგმენტის სხვა მომსახურების გამოყენებისას. Amadeus-ის მიერ წარმოდგენილი სხვა სისტემების გამოყენების შემთხვევაში ორგანიზატორი განსაზღვრავს დამატებითი ქულების დარიცხვის წესებს.

3.2. პროგრამის ყოველი მონაწილისათვის ავტომატურად იხსნება პირადი ანგარიში, რომელზეც ირიცხება ქულები. არ შეიძლებ ქულების და ანგარიშის გადაცემა, ანდერძით დატოვება ან გაერთიანება სხვა პირის ქულებსა და ანგარიშთან, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის პროგრამის მონაწილე. 

3.3. ქულები არ დაირიცხება გაუქმებული სეგმენტების ან მათი ანალოგებისათვის Amadeus-ის მიერ წარმოდგენილი სხვა სისტემების გამოყენების შემთხვევაში.

3.4. ჯავშნებზე პასიური სეგმენტებით (PK ან GK სტატუსით) ქულები Amadeus First პროგრამით არ დაერიცხება

3.5. შეცდომების დაშვების შემთხვევაში (არასწორი დარიცხვა/ქულების გადმოწერა და სხვ.) Amadeus მონაწილის პირადი ანგარიშის კორექტირების უფლებას იტოვებს.

3.6. მონაწილის პირად ანგარიშზე იმ ქულების არსებობის შემხვევაშ, რომლებიც ჩარიცხვას ექვემდებარებოდნენ წესებისა და პირობების თანახმად, პირად ანგარიშზე მათ ჩასარიცხად მას შეუძლია მიმართოს პროგრამის ორგანიზატორს ელექტრონული ფოსტით მისამართზე first@amadeus.ge.

3.7. ქულები არ ირიცხება ჯავშნებისთვის, რომლებიც შექმნილია სპეციალიზებული საინებით და მომხმარებლის ID-ით, რომლებიც გამოიყენება ავტომატური პროგრამების მიერ (მაგალითად საინი Amadeus Web service-სთვის).

  1. საჩუქრები

4.1. პროგრამით დარიცხული ქულები მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს საჩუქრების მისაღებად პროგრამის Amadeus First პარტნიორების სპეციალური პირობებით სკალისა და კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც განთავსებულია განყოფილებაში „ხშირად დასმული კითხვები“ საიტზე http://ge.amadeusfirst.com.

4.2. საჩუქრების ჩამონათვალი და მათი გადაცემის პირობები დგინდება და იცვლება მონაწილესთან შეუთანხმებლად. განსაღვრული საჩუქრების რაოდენობა შესაძლოა შეზღუდოს Amadeus-მა.

4.3. გაცემული საჩუქრები არანაირი პირობით არ ექვემდებარება გაცვლას, დაბრუნებას ან ფულად კონვერტირებას.

4.4. Amadeus უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს საკუთარი ნება-სურვილით შეცვალოს საჩუქრებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა.

4.5. პროგრამის მონაწილე სრულად აგებს პასუხს საჩუქრების გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, თავად იყენებს მათ, თუ მესამე პირი.

5. სხვა პირობები

5.1. პროგრამის მოქმედება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.2. მოცემული პროგრამა არ წარმოადგენს ლატარიას ან პრიზების გათამაშების რაიმე სახეობას.

5.3. მონაწილე პასუხისმგებელია ყველა შედეგზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დამსაქმებელსა ან სამოქალაქო-სამართლებრივი შეთანხმების მხარეს შორის.

6. პროგრამის ხანგრძლივობა

6.1. Amadeus უფლება აქვს ნებისმიერ დროს მონაწილის გაუფრთხილებლად და შეთანხმების გარეშე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან შეცვალოს მასთან პროგრამის პირობები. პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილის მიერ დაგროვილი ქულები უქმდება.